Powered By Blogger

четверг, 18 августа 2011 г.

სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა

პროექტის მთავარი იდეა: სათბურის ეფექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები; გლობალური დათბობა – გლობალური პრობლემა და მისი თავიდან აცილების გზები.
პროექტის აქტუალობა: პროექტი შეეხება ერთ–ერთ სასიცოცხლო ფაქტორს – სათბურის ეფექტს, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელია და მსოფლიო პრობლემას გლობალურ დათბობას, რომელიც სიცოცხლისათვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. პროექტის განხორციელება დაეხმარება მოსწავლეებს სასიცოცხლო ფაქტორების გააზრებაში და სიცოცხლისათვის საფრთხეების წინააღმდეგ ღონისძიებების დასახვაში.
პროექტის მიზნები: მოსწავლეწები გაეცნობიან ,,სათბურის ეფექტის" არსს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს და მის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობის უარყოფით სასიცოცხლო  შედეგებს; შეისწავლიან გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებს, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს და დასახავენ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას და მოახდენენ საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციას ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: თებერვალი– მარტი
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან (ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და სხვა) ინფორმაციის მოპოვების, მოპოვებული ინფორმაციის წარმოდგენის უნარ–ჩვევები, შეიქმნება საპრეზენტაციო მასალები და ინტერნეტ საინფორმაციო გვერდები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები: მეცნიერების ენციკლოპედია, საბავშვო ენციკლოპედია, სასკოლო სახელმძღვანელოები, გლობალური პრობლემების გეოგრაფია, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
  1. მოსწავლეებთან ერთად მოხდება პროექტის თემის შერჩევა, პრობლემატური საკითხების განხილვა და თემის აქტუალობის განსაზღვრა;
  2. კლასი დაიყოფა ჯგუფებად და გამოიყოფა ჯგუფის ლიდერები;
  3. მოხდება თითოეული ჯგუფისათვის თემების განაწილებადა ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების განაწილება და სამუშაოს დაგეგმვა;
  4. ჯგუფები შესაბამისი დავალებების შესაბამისად მოიპოვებენ ინფორმაციას წიგნებიდან, სახელმძრვანელოებიდან და ინტერნეტიდან; ახდენენ ინფორმაციის დამუშავებას დამოუკიდებლად და პერიოდულად წარმოადგენენ დამატებითი კონსულტაციებისათვის;
  5. თითოელი ჯგუფი თემის შესაბამისად შეადგენს და საპრეზენტაციოდ წარმოადგენს დამუშავებულ ინფორმაციას და შესაბამისი ღონისძიებების ჩამონათვალს;
  6.  პროექტი კავშირშია ბიოლოგიასთან და გეოგრაფიასთან; შეფასება ხორციელდება შესაბამისი აქტივობებით; განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პრეზენტაციას.
პროექტის ხელმძღვანელი : გოდერძი ცნობილაძე;
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cnobiladze.goderdzi@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  http://goderdzi1967.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий